საცხოვრებელი სახლის მართვის ხელშეკრულება
ხელმოწერა იძულებით მოითხოვეს, მაგრამ არ არის ხელმოწერილი.
ორიგინალი (ქართული, ინგლისური): PDF
ქ. ბათუმი 13.11.2024
ერთი მხრივ, შპს „ნექსთ ვაით“ (ს/ნ: 445539855) დირექტორის კობა დევაძის (პირადი ნომერი: 61001063803) სახით, (შემდგომში წოდებული "გამყიდველი"/"მმართველი კომპანია") და მეორე მხრივ, ფიზიკური პირი ლუის ფერნანდო სჩულტზ ხავიერ და სილვეირა (პირადი/პასპორტის ნომერი: YE528452 დაბადების თარიღი: 02/12/1988) (შემდგომში წოდებული "მყიდველი"), ვმოქმედებთ რა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ტერმინთა განმარტება
1.1. „მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი“ (შემდგომში „საცხოვრებელი კომპლექსი“) - ქ. ბათუმში, მამულაძის ქ. N27-ში, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 1705.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 05.32.12.050) მდებარე მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი.
1.2. „მმართველი კომპანია“ - შპს „ნექსთ ვაით“, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის ახორციელებს კომპლექს "Next White"-ში აპარტამენტების ნომრებად გამოყენებას და მართვას, საცხოვრებელი სახლის ინფრასტრუქტურის, აგრეთვე საცხოვრებელი სახლის საერთო საკუთრებაში არსებული ქონების, მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ მუდმივ მომსახურებას.
1.3. „აპარტამენტი“ - საცხოვრებელი სახლში „მესაკუთრის“ ინდივიდუალურ საკუთრებაში რეგისტრირებული ფართობი, რომელიც განკუთვნილია პირის ნებისმიერი მიზნით (მათ შორის, დასვენების, გაჯანსაღების, საქმიანი) მოკლევადიანი ან გრძელვადიანი მიღებისათვის/განთავსებისათვის.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. წინამდებარე ხელშეკრულება შეეხება საცხოვრებელი სახლში აპარტამენტის მესაკუთრის მიერ უძრავი ქონების „მმართველი კომპანიის“ სარგებლობაში მართვის უფლებით გადაცემას, საცხოვრებელი სახლის რეზერვაციის ქსელში ჩართვას და მესამე პირებზე სარგებლობის უფლებით გაცემას შემოსავლის მიღების მიზნით, რომლის განხორციელებაც დაიწყება მხარეთა შორის დადებული უძრავი ქონების („აპარტამენტი“-ს) ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, მშენებლობის ფაქტობრივად დასრულების მომენტიდანვე, რის შესახებაც წერილობით ელექტრონული ფოსტის საშუალებით ეცნობება მყიდველს.
2.2. „გამყიდველი“ „მყიდველს“ საკუთრებაში გადასცემს „აპარტამენტის“ შემდეგი მახასიათებლებით:
- მისამართი: ქ. ბათუმი, მამულაძის ქ. N27
- „აპარტამენტის“ ფართობი: 101.48 კვ.მ
- „აპარტამენტის“ სართული / ნომერი: 16_11/12
- „აპარტამენტის“ საკადასტრო კოდი: 05.32.12.050.01.16.011 / 05.32.12.050.01.16.012
3. „აპარტამენტის“ სარგებლობის უფლებით გაცემის წესები და ვადები
3.1. მხარეები თანხმდებიან, რომ ერთმანეთს ხელს შეუწყობენ ,,მმართველი კომპანიის“ მიერ აპარტამენტის მართვის პერიოდში სარგებლობის უფლებით გაცემასა და შესაბამისად ეკონომიკური სარგებლის მიღების პროცესში და მეორეს მხრივ, მესაკუთრის მიერ დროის სხვადასხვა პერიოდში აპარტამენტში განთავსებას.
3.2. იმ შემთხვევაში, თუ ,,მესაკუთრე“ თავად გადაწყვეტს ,,აპარტამენტში“ განთავსებას, იგი ვალდებულია ერთი კვირით ადრე ,,მმართველ კომპანიას“ გაუგზავნოს წერილობითი (ან ელექტრონული) შეტყობინება. შეტყობინებაში უნდა მიეთითოს მესაკუთრის მიერ ,,აპარტამენტით“ სარგებლობის დაწყების და დასრულების თარიღი, რათა ,,მმართველი კომპანიის“ მიერ არ განხორციელდეს ჯავშანის მიღება. მესაკუთრე უფლებამოსილია გაახანგრძლივოს ,,აპარტამენტით“ სარგებლობის დღეები წინასწარი ინფორმირების საფუძველზე, თუ ამ პერიოდში ,,საცხოვრებელი სახლის“ მიერ უკვე არ არის მიღებული ჯავშანი.
3.3. იმ შემთხვევაში თუ ,,მესაკუთრის“ მიერ მოთხოვნილ პერიოდში ,,აპარტამენტზე“ მიღებულია ჯავშანი, ,,მმართველი კომპანია“ შესაძლებლობის შემთხვევაში „მესაკუთრეს“ განათავსებს მსგავსი ტიპის თავისუფალ ,,აპარტამენტში“ ამ შემთხვევაში ,,მმართველი კომპანიის“ მიერ გაიქვითება იმავე პერიოდში „მესაკუთრის“ საკუთრებაში არსებული ,,აპარტამენტის“ მესამე პირებზე სარგებლობაში გაცემიდან მისაღები შემოსავალი.
3.4. „მესაკუთრის“ მოთხოვნა, მართვის საგნის „მმართველის“ მიერ წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად გამოყენების დროებით შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდება, თუ მოთხოვნის მიღების მომენტისათვის „მმართველის“ მიერ მართვის საგანი უკვე გაცემულია წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად გამოყენებისათვის ან/და დაჯავშნულია წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად გამოყენებისათვის.
3.5. ხელშეკრულების 3.4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში „მესაკუთრის“ მოთხოვნა დაკმაყოფილდება მართვის საგნის გამოყენების დასრულებიდან მეორე დღეს ან შესაბამისი ჯავშნის ვადის გასვლიდან მეორე დღეს.
4. ფინანსური ანგარიშსწორება
4.1. „აპარტამენტის“ გაქირავების პერიოდს და პირობებს ადგენს ,,მმართველი კომპანია“ ერთპიროვნულად, კონკრეტული პერიოდისათვის ბათუმის ტურისტული ბაზრის პარამეტრების, მოთხოვნების, კომკურენციის პირობებისა და სხვა დაკავშირებული ფაქტორების გათვალსიწინებით.
4.2. „აპარტამენტის“ გასაქირავებელი ფასი „მმართველი კომპანიის“ მიერ დგინდება და ექვემდებარება ცვლილებას წლის, სეზონის და დატვირთულობის შესაბამისად, ფასების ცვლილების კონკრეტული პერიოდისათვის ბათუმის ტურისტული ბაზრის პარამეტრების, მოთხოვნების, კონკურენციის პირობებისა და სხვა დაკავშირებული ფაქტორების გათვალსიწინებით.
4.3. „აპარტამენტის“ მესამე პირებზე სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის სანაცვლოდ „მესაკუთრე“ „აპარტამენტის“ გაქირავების შედეგად მიღებული საერთო შემოსავლიდან, დამატებითი ღირებულების გადასახდის (დღგ-ს) გადახდის შემდგომ და ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოქვითვების გათვალისწინებით, იღებს დარჩენილი თანხის 60%-ს (შემდგომში „ჰონორარი“). ხოლო დარჩენილ თანხას იტოვებს „მმართველი კომპანია“, როგორც მისი საზღაური ამ „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული მართვის მომსახურებისა. საშემოსავლო გადასახადს იხდის „მესაკუთრე“, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად დააკავებს და ბიუჯეტში „მესაკუთრის“ სახელზე გადარიცხავს „მმართველი კომპანია“.
4.4. „მხარეები“ თანხმდებიან რომ „აპარტამენტის“ კომუნალურ გადასახადებს, რომელიც მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება ელექტროენერგიის, წყალის, ინტერნეტის, დასუფთავების ხარჯებით, ანაზღაურდება „მესაკუთრისათვის“ გადასახდელი წილიდან ,,აპარტამენტის“ გაქირავების პერიოდშიც.
4.5. წინამდებარე ხელშეკრულების 4.3. პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდა განხორციელდება ყოველი თვის ბოლო რიცხვამდე.
4.6. .მხარეთა შორის ანგარიშსწორება იწარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების წესით „მესაკუთრის“ კუთვნილ საბანკო ანგარიშზე. საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები „მესაკუთრის“ მიერ მიწოდებული იქნება „მმართველი კომპანიის“ ელ.ფოსტაზე; საბანკო ანგარიშის რეკვიზიზტები შესაძლებელია ხელშეკრულებას თან დაერთოს დანართის სახით იმ შემთხვევაში, თუ „მესაკუთრის'' მიერ წარმოდგენილია საქართველოს საზღვრებს გარეთ რეგისტრირებული ბანკის ანგარიშის ნომერი, ანგარიშზე ტრანზაქციის მომსახურების საკომისიო გადაიხდება „მესაკუთრისთვის'' ასანაზღაურებელი თანხიდან.
4.7. ,,მმართველ კომპანიას“ უფლება აქვს „აპარტამენტი“ განათავსოს ადგილობრივი და გლობალური დისტრიბუციის არხებში (BOOKING.COM, TRIPADVISOR.com, AIRBNB.COM და ა.შ.).
4.8. „საცხოვრებელი სახლის“ საერთო საკუთრების და ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის საკითხები რეგულირდება „გამყიდველსა'' და ''აპარტამენტის'' მესაკუთრეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების „საერთო სივრცეების მომსახურების პირობები“ საფუძველზე. საცხოვრებელი სახლის საერთო საკუთრების და ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდას განახორციელებს „მესაკუთრე“. ,,მმართველი კომპანია“ უფლებამოსილია განახორციელოს „მესაკუთრისათვის“ აღნიშნული თანხის გამოქვითვა ''მართვის ხელშეკრულებით'' აპარტამენტის მესაკუთრისათვის გადასახდელი ანაზღაურებიდან.
5. ურთიერთთანამშრომლობის პირობები
5.1. ვინაიდან წინამდებარე ხელშეკრულებით „აპარტამენტი“ ,,მმართველ კომპანიას“ სარგებლობაში მართვის უფლებით გადაეცამა მთელი სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში, მხარეები თანხმდებიან, რომ ,,მმართველი კომპანია“ აღჭურვილია ექსკლუზიური უფლებამოსილებით დროებით სარგებლობაში გადასცეს „აპარტამენტი“ მესამე პირებს შემოსავლის მიღების მიზნით.
5.2. მხარეები თანხმდებიან, რომ დაუშვებელია Check in და Check out-ის გარეშე „მესაკუთრის“ ან სტუმრის „აპარტამენტში“ განთავსება.
5.3. ,,აპარტამენტში“ განთავსებულ სტუმართა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს:
1 ოთახიანი აპარტამენტი: 2 ადამიანი
2 ოთახიანი აპარტამენტი: 4 ადამიანი
3 ოთახიანი აპარტამენტი: 6 ადამიანი
შენიშვნა: აღნიშნული შეზღუდვები არ ვრცელდება 12 წლამდე ასაკის მცირეწლოვნებზე.
5.4. ,,აპარტამენტზე“ გავრცელდება ყველა ის მომსახურება, რასაც საცხოვრებელი სახლი შესთავაზებს მომხმარებლებს, კომფორტული დასვებენის უზრუნველყოფის მიზნით.
5.5. საცხოვრებელი სახლის მიერ „აპარტამენტის“ ჩართვა განხორციელდება ,,საცხოვრებელი სახლის“ ყველა სარეკლამო აქციაში, ,,საცხოვრებელი სახლის“ პიარსა და პრომოუშენში, აღნიშნული შედის წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფასში.
5.6. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი გამოიანგარიშება ,,აპარტამენტის“ დროებითი სარგებლობის უფლებით გაცემიდან მიღებული შემოსავლის მხარეებს შორის შეთანხმებული პროცენტული გადაანგარიშებით, შესაბამისად იგი არ შეიცავს დათქმებს „მესაკუთრისათვის“ ყოველთვიურად გარანტირებული შემოსავლის მიცემის შესახებ.
5.7. ,,აპარტამენტში“ სტუმრის განთავსების შემდგომ, მის მიერ კომპლექსში მიღებული ნებისმიერი დამატებითი სერვისი წარმოადგენს ,,მმართველი კომპანიის“ კუთვნილ შემოსავალს და არ ექვემდებარება მხარეთა შორის განაწილებას.
5.8. „მესაკუთრე“ ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს ,,მმართველ კომპანიას“ ,,აპარტამენტის“ გასხვისების შესახებ, აგრეთვე მყიდველს გააცნოს ყველა ის უფლებები და ვალდებულებები, რაც გათვალსწინებულია წინამდებარე ხელშეკრულებით. ახალ „მესაკუთრეზე“ გადადის ყველა ის უფლებები და ვალდებულებები, რაც „მესაკუთრეს“ გააჩნდა ,,აპარტამენტის“ გასხვისებამდე.
5.9. ,,მმართველი კომპანია“ უფლებამოსლია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალსიწინებული თავისი უფლებები და მოვალეობები ,,აპარტამენტის“ მართვის თვალსაზრისით სრულად ან ნაწილობრივ გადასცეს სხვა მესამე პირს - სხვა მმართველ კომპნიას, რომელზეც გადავა ,,მმართველი კომპანიის“ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისიწინებული უფლება-მოვალეობები სრული მოცულობით („უფლება-მოვალეობების გადაცემა“). უფლება-მოვალეობების გადაცემას ჭირდება „მესაკუთრის“ რაიმე ფორმით გამოხატული თანხმობა და წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, მსგავსი თანხმობა ითვლება წინასწარ გაცემულად.
5.10. მართვის ფაქტობრივი განხორციელების მომენტიდან, წინამდებარე ვებ-გვერდზე https://myportal.nextgroup.ge/ „მესაკუთრეს“ გაეხსნება ინდივიდუალური კაბინეტი. კაბინეტში ასახული იქნება ინფორმაცია „აპარტამენტის“ მიმდინარე და სამომავლო ჯავშნების, აპარტამენტის გაქირავებული დღეების ოდენობისა და გადახდილი თანხის და ფინანსური ანალიზის შესახებ.
6. დაზღვევა, მიმდინარე და კაპიტალური რემონტი
6.1. ,,მმართველი კომპანია“ უფლებამოსილია დააზღვიოს „აპარტამენტი“, დაზღვევის თანხა დაიფარება ,,მმართველი კომპანიის“ მიერ.
6.2. ,,მმართველი კომპანია“ მესაკუთრესთან შეთანხმებით პერიოდულად განახორციელებს ,,აპარტამენტის“ მიმდინარე შეკეთებით სამუშაოებს (რომელიც გულისხმობს ,,აპარტამენტის“ გამოყენების შედეგად ბუნებრივი ცვეთით წარმოშობილ განახლების სამუშაოებს. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, მხარეები თანმდებიან, რომ ,,აპარტამენტის“ მესამე პირებზე გაქირავების შედეგად დამდგარ ნებისმიერი სახის ზიანზე პასუხსიმგებელია ,,მმართველი კომპანია“ და მსგავსი სახის დაზიანებები არ შედის მიმდინარე შეკეთებით სამუშაოებში), რომლის ანაზღაურების ვალდებულებაც აქვს „მესაკუთრეს“ „სამსტუმროს მმართველის“ მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე. „მმართველი კომპანია“ უფლებამოსილია აღნიშნული თანხის დაქვითვა მოახდინოს ,,აპარტამენტის“ გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავლიდან.
6.3. „მესაკუთრე“ ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში 5-7 წლის გასვლის შემდგომ განახორციელოს ,,აპარტამენტის“ კაპიტალური რემონტი-განახლება. იმ შემთხვევაში თუ „მესაკუთრეს“ არა აქვს შესაძლებლობა ,,აპარტამენტში“ სარემონტო სამუშაოების განხორცილების, ეს სამუშაოები განხორციელდება ,,მმართველი კომპანიის“ მიერ და გამოიქვითება „მესაკუთრისთვის“ ასანაზღაურებელი თანხიდან. ნებისმიერ შემთხვევაში მხარეები უნდა შეთანხმდენენ სტანდარტების გათვალისწინებით სარემონტო სამუშაოების სამართლიან ხარჯთაღიცხვაზე.
7. შეტყობინებები, კომუნიკაცია, ინფორმირება
7.1. მხარეებს შორის ოფიციალური შეტყობინებები შესაძლებელია განხორციელდეს წერილობით, ტელეფონით, ელ. ფოსტით ან მხარეთა შორის შეთანხმებული სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით. შეტყობინება ძალაშია შეტყობინების გაგზავნის მომენტიდან. მხარისთვის გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება უნდა იყოს ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე. წერილობით გაგზავნილი შეტყობინება მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შეტყობინების გამგზავნ მხარეს შეტყობინება დაუბრუნდება გაგზავნილ მისამართზე შეტყობინების ადრესატის ადგილსამყოფელის არარსებობის გამო, ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე, ან თავს აარიდებს მის მიღებას, ასევე განმეორებით ელექტორნულ ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის შემდეგ.
8. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და მარეგულირებელი კანონმდებლობა
8.1. წინამდებარე ხელშეკრულება რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და განიმარტება, როგორც საიჯარო ურთიერობა. სადავო ურთიერთობებს მხარეები გადაწყვეტენ საქართველოს სასამართლოს მეშვეობით.
8.2. ხელშეკრულება ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 5 (ხუთი) წლის ვადით.
8.3. იმ შემთხვევაში თუ მხარეებმა არ გააკეთეს განცხადება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, იგი გაგრძელდება იგივე პირობებით, იმავე ვადით. ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შემდგომ ,,მმართველი კომპანიას“ უფლება აქვს მოითხოვოს მხარეთა შორის ,,აპარტამენტის“ გაქირავებიდან მიღებული შემოსავლების გადაანგარიშების წესში ცვლილებების შეტანა ბაზარზე არსებული მდგომარეობის მიხედვით.
8.4. ხელშეკრულების შეწყვეტა ვადაზე ადრე შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ორმხრივი შეთანხმებით ან ,,მმართველი კომპანიის“ ინიციატივით, მხარისთვის 30 დღით ადრე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე.
8.5. ამ „ხელშეკრულების“ რომელიმე ნაწილის ან დებულების ბათილობა ან კანონთან წინააღმდეგობა გავლენას არ მოახდენს როგორც „ხელშეკრულების“ ცალკეული დებულებების, ისე სრულად „ხელშეკრულების“ კანონიერებაზე ან ნამდვილობაზე. გარდა ამისა, „ხელშეკრულების“ უწყვეტობის მიზნით, „მხარეები“ თანხმობას აცხადებენ, მიმართონ ყველა ზომას, რათა შეთანხმდნენ ბათილი დებულების ნამდვილით ჩანაცვლებაზე.
8.6. „მხარეები“ თავისუფლდებიან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან ფორს-მაჟორული მდგომარეობის არსებობისას, იმავე პირობებითა და წესით, რაც გათვალისწინებულია „მხარეთა“ შორის დადებულ უძრავი ქონების („აპარტამენტი“-ს) ნასყიდობის ხელშეკრულებაში.
8.7. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ და ინგლისურ ენაზე, 2 თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, რომელთაგან თითო ეგზემპლარი გადაეცემათ მხარეებს. ვერსიებს შორის შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება „ხელშეკრულების“ ქართულენოვან ვერსიას.
9. ხელშეკრულების მხარეთა ხელმოწერები
გამყიდველი/ მმართველი კომპანია
შპს „ნექსთ ვაით"
ს/ნ: 445539855
ტელ: +995 514 111 111
ელ. ფოსტა: White@nexthotels.ge
დირექტორი - კობა დევაძე
მყიდველი/მესაკუთრე
ლუის ფერნანდო სჩულტზ ხავიერ და სილვეირა / LUIS FERNANDO SCHULTZ XAVIER DA SILVEIRA
ტელ/Mobile number: +995 597 04 90 28
ელ. ფოსტა / E-mail: lfsxs@mailbox.org