EML SHA-256 4b3d508c18cedecb7dd73981805183f445a53604dd6ca919f5a6e6b1ecc9d3ad
| გამომგზავნი: | საბა ცისკარაძე
<s.tsiskaradze@nexthotels.ge> |
|---|---|
| თარიღი: | 07.07.2026, 15:14 (UTC) |
| მიმღები: | ლუის ფერნანდო შულც შავიერ და სილვეირა
<lfsxs@mailbox.org> |
| თემა: | Fw: დოკუმენტებისა და ინფორმაციის მოთხოვნა |
ლუის. გამარჯობა.
გთხოვთ, იხილოთ თანდართული ჩვენი იურიდიული გუნდის პასუხი თქვენ მიერ დასმულ კითხვებზე.
პატივისცემით,
საბა
საბა ცისკარაძე
სასტუმრო „ნექსთ უაითის" მენეჯერი
მობ. [ტელეფონის ნომერი დაფარულია]
[სტანდარტული კონფიდენციალურობის შენიშვნა და ვებგვერდის ბმული გამოტოვებულია]
[კომპანიის ბლანკი/ლოგო]
გამგზავნი: გვანცა ლომაძე <g.lomadze@nextgroup.ge>
გაგზავნილია: სამშაბათი, 2026 წლის 07 ივლისი, 17:00:48
მიმღები: საბა ცისკარაძე <s.tsiskaradze@nexthotels.ge>; იურიდიული დეპარტამენტი
<LegalDepartment@nextgroup.ge>; აფთერ სეილსი <AfterSalesGroup@nextgroup.ge>
ასლი: ლევან ოთარიშვილი <l.otarishvili@nexthotels.ge>; თორნიკე წიკლაური
<t.tsiklauri@nexthotels.ge>
თემა: Re: დოკუმენტებისა და ინფორმაციის მოთხოვნა
Გამარჯობა საბა,
Გიგზავნი პასუხებს ყველა კითხვაზე, გარდა მე-4 პუნქტში დასმული საკითხისა გაზის მრიცხველებთან დაკავშირებით, რომელიც აფთერ სეილსის კომპეტენციაა.
მოწიწებით აღვნიშნავთ, რომ არ გვაქვს შესაძლებლობა, წარმოგიდგინოთ ჩვენს კომპანიასა და წინა მესაკუთრეს, ბატონ [დაფარულია] შორის დადებული ხელშეკრულებების ასლები, ვინაიდან ასეთი ხელშეკრულებები წარმოადგენს კონფიდენციალურ სახელშეკრულებო დოკუმენტებს შესაბამის მხარეებს შორის.
ამის ნაცვლად, მყიდველებსა და დეველოპერს შორის გაფორმებული ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, ყოველმა მყიდველმა აიღო ვალდებულება, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთანავე გაეფორმებინა მართვის ხელშეკრულება და საერთო ფართების მომსახურების ხელშეკრულება.
ეს მოთხოვნა არსებობს იმის გამო, რომ „ნექსთ უაითი" არის მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ფუნქციონირებს ტურისტული საწარმოს სტატუსით. ბინები წარმოადგენს დაჯავშნისა და მართვის ერთიანი სისტემის ნაწილს, რომლის მეშვეობითაც ერთეულები შესაძლოა გადაეცეს მესამე პირებს სარგებლობის უფლებით, შემოსავლის მიღების მიზნით. პროექტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, დეველოპერს აღებული აქვს შესაბამისი ვალდებულებები კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების წინაშე კომპლექსის სათანადო მართვისა და მომსახურების უზრუნველსაყოფად.
ჩვენ ვერ ვახდენთ თქვენს მოთხოვნაში მითითებული კონკრეტული ვალდებულების ან უფლებრივი შეზღუდვის იდენტიფიცირებას. რამდენადაც თქვენი კითხვა ეხება ბინებზე 16-11 და 16-12 რეგისტრირებულ რაიმე უფლებრივ შეზღუდვას ან ვალდებულებას, ასეთი უფლებრივი შეზღუდვა ან ვალდებულება ამ ერთეულებთან მიმართებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის.
როგორც ზემოთ განიმარტა, მართვის ხელშეკრულებისა და საერთო ფართების მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება უშუალოდ უკავშირდება „ნექსთ უაითის" მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის საოპერაციო მოდელს და დეველოპერის მიერ აღებულ ვალდებულებებს კომპლექსის, როგორც ტურისტული საწარმოს, მართვასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.
საერთო ფართების მომსახურების საფასური ერიცხება იმ თარიღიდან, როდესაც შესაბამისი მართვისა და მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევა ფაქტობრივად დაიწყო.
ასეთი მომსახურების დაწყება დამოუკიდებელია შენობის ფორმალური ექსპლუატაციაში მიღებისგან. ექსპლუატაციაში მიღების პროცესი დამოკიდებულია არა მხოლოდ დეველოპერზე, არამედ ბათუმის მერიის მიერ კომპეტენტური კომისიის მოწვევასა და შესაბამისი ადმინისტრაციული პროცედურების დასრულებაზეც. შესაბამისად, ფორმალური ექსპლუატაციაში მიღების არარსებობა გავლენას არ ახდენს საერთო ფართების მომსახურების ფაქტობრივ გაწევაზე ან მესაკუთრის უფლებებზე ბინასთან მიმართებით.
ამასთანავე, ფუნქციონირების დაწყებიდან დეველოპერი უზრუნველყოფს საერთო ფართების მართვისა და მოვლა-პატრონობის აუცილებელ მომსახურებას, რომლითაც მესაკუთრე სარგებლობს და რომელიც უზრუნველყოფს კომპლექსის გამართულ ფუნქციონირებას, უსაფრთხოებასა და მოვლას, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ: საერთო ფართების განათებას, ადმინისტრატორის მომსახურებას, საერთო ფართების, მათ შორის ეზოს, დასუფთავებასა და მოვლას, საერთო საკომუნიკაციო ქსელების, მათ შორის წყლის ტუმბოებისა და საკანალიზაციო სისტემების, ექსპლუატაციასა და მოვლას, ვიდეოსათვალთვალო (CCTV) სისტემის ექსპლუატაციასა და მოვლას, უსაფრთხოების სიგნალიზაციის მომსახურებას ადმინისტრაციული მართვის ფარგლებში, ლიფტების ფუნქციონირებას ბარათით წვდომის ან სხვა შესაბამისი დაშვების კონტროლის სისტემის მეშვეობით და ა.შ. ეს მომსახურება გაიწევა კომპლექსის ყველა მესაკუთრისა და მოსარგებლის სასარგებლოდ და აუცილებელია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის ფუნქციონალურობის, უსაფრთხოებისა და გამართული მუშაობის შესანარჩუნებლად.
პატივისცემით,
გვანცა ლომაძე
იურისტი
ტელ: [ტელეფონის ნომერი დაფარულია]
მისამართი: საქართველო, ბათუმი, მერაბ კოსტავას N20
[კომპანიის ბლანკი/ლოგო]
[სტანდარტული კონფიდენციალურობის შენიშვნა და ვებგვერდის ბმული გამოტოვებულია]
გამგზავნი: საბა ცისკარაძე <s.tsiskaradze@nexthotels.ge>
გაგზავნილია: ორშაბათი, 2026 წლის 6 ივლისი, 12:09
მიმღები: იურიდიული დეპარტამენტი <LegalDepartment@nextgroup.ge>; აფთერ სეილსი
<AfterSalesGroup@nextgroup.ge>
ასლი: ლევან ოთარიშვილი <l.otarishvili@nexthotels.ge>; თორნიკე წიკლაური
<t.tsiklauri@nexthotels.ge>
თემა: FW: დოკუმენტებისა და ინფორმაციის მოთხოვნა
მოგესალმებით,
გთხოვთ, განიხილოთ 1611/12 ბინის მეპატრონის, Luís Fernando Schultz Xavier da Silveira - ს მეილი და აღნიშნულ ვადებში დაუბრუნოთ ინფორმაცია.
მე ვუდასტურებ, რომ ჩემთან გამოგზავნილი მეილი, გადმოგიგზავნილია შესაბამის დეპარტამენტებთან.
პატივიცსემით,
საბა.
საბა ცისკარაძე
სასტუმრო „ნექსთ უაითის" მენეჯერი
მობ. [ტელეფონის ნომერი დაფარულია]
[სტანდარტული კონფიდენციალურობის შენიშვნა და ვებგვერდის ბმული გამოტოვებულია]
[ციტირებული წინა მიმოწერა გამოტოვებულია]